ხუნდაძე: საზოგადოების ვაქცინაცია ნიშნავს ეკონომიკის ვაქცინირებას

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საზოგადოების ვაქცინაცია ნიშნავს ეკონომიკის ვაქცინირებას.

“ვაქცინების პირველი პარტია ქვეყანაში შემოვა თებერვლის ბოლომდე და დავიწყებთ, პირველ რიგში, მედპერსონალის აცრას, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ზონაში მუშაობენ და იცავენ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას. გვრჩება ერთი რამ, საზოგადოების სწორი ინფორმირებულობა, რომ მოქალაქეებში უსაფუძვლო შიში არ გაჩნდეს და რეალურად შეფასდეს ის რისკები, რაც გამორჩეულად დიდია ვაქცინის გარეშე. საზოგადოების ვაქცინაცია ნიშნავს ეკონომიკის ვაქცინირებას, შეზღუდვების უფრო სწრაფად მოხსნას და ქვეყნის განვითრების უსწრაფეს რეაბილიტაციას”, — განაცხადა ხუნდაძემ.