ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, მიმდინარე მოვლენების განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა; ორი მოქალაქე კი, გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში.
„კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი, სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.