1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3140 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3140 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3140 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3072 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0068 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9834 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9805 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0029 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.