რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
ოკუპაციისადმი მიძღვნილი გამოფენა “100 წელი ბოლშევიკური რუსეთის ოკუპაციიდან” მოეწყო.
საგამოფენო დარბაზში, მუზეუმის ადმინისტრაციამ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი,კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებში გამოყენებული ვაზნები, მჭიდები, ტანსაცმლის ფრაგმენტები და სხვადასხვა ბეჭდური პუბლიკაციები გამოფინა.