15 თებერვალი | გარდაიცვალა 11 პაციენტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 363-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 639 პაციენტი.