2 თებერვალი | კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში

რუსთავში არსებულ კლინიკებში დღის განმავლობაში გამოკვლეულ 16 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კერძოდ, კლინიკა “რუსთავში” დღეს 15-მდე ადამიანი გამოიკვლიეს, ტესტის პასუხი ორი მათგანის შემთხვევაში დადებითია.

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში სწრაფი ტესტი სამ ადამიანს ჩაუტარდა და “კოვიდ-19” არცერთს დაუდასტურდა.

N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში სწრაფი ტესტით გამოკვლეული 22 პირიდან ვირუსი 2-ს დაუდგინდა. ამასთან, ცნობილი გახდა გუშინ გაგზავნილი “პი-სი-არ” ტესტის პასუხები და ყველა მათგანი უარყოფითია.

N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში კი სწრაფი ტესტით 90 გამოიკვლიეს და ვირუსი მათგან 10-ს დაუდასტურდა. გუშინ გამოკვლეული “პისიარ” ტესტით კი კორონავირუსი 2-ს დაუდასტურდა.