გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 თებერვალს 13:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში გაგარინის, ავით გარეჯის, ქაშაკაშვილის,სააკაძის,კოსტავას, ბათუმის ქუჩებზე. 16:00-დან 18:00 საათამდე – დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სააკაძის, გაგარინის, მაზნიაშვილის, ქაშაკაშვილის, ტურგენევის, მშენებელთა ქუჩებზე.
11:30-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ახლო ლალო, ახლო-ლალო, ქვემო სარალი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.