2000-ზე მეტი მოსწავლის სკოლაში ტრანსპორტირებას მარნეულის მერია უზრუნველყოფს

სასწავლო პროცესის განახლების პარალელურად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო. საუბარია იმ სკოლებზე, რომლებიც  მოსწავლის საცხოვრებელი ადგილი არანაკლებ 2 კმ-ით არის დაშორებული.

პროგრამაში მარნეულის მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლაა ჩართული. მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის მერიამ ხელშეკრულება „თაიმსერვისთან“ გააფორმა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამა ორი წელია ხორციელდება.

მარნეულის მერია სკოლაში 2000-ზე მეტი მოსწავლის ტრანსპორტირებას უზრუნვლეყოფს.