21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაში რჩება

საქართველოს მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 8 და 15 თებერვლიდან იხსნება, თუმცა გადაწყვეტილება არ ეხება გადაადგილებაზე მოქმედ შეზღუდვას.

საქართველოში 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე შეზღუდვა ეხება როგორც ავტომობილით, ისე ქვეითად გადაადგილებას.