22 თებერვალი | გაიზარდა გარდაცვალების სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 447-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი.