23 თებერვალი | გაიზარდა გარდაცვალების სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 457-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 552 პაციენტი.