23 თებერვალი | კორონავირუსის ახალი შემთხვევები

საქართველოში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 552 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ათი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 268 995 შემთხვევა, მათ შორის 262 796 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 34 57-ია.