25 თებერვალს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 თებერვალს 10:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, ჯანდარა, იალღუჯის დასახლება და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა და ჯანდარა, 44:30-დან 12:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალწყალი, თელეთი, მუხრან დაჩები, წალასყური და მიმდებარე სოფლებში, 14:30-დან 15:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, გაგარინისმ მაზნიაშვილის, ქაშაკაშვილის, სააკაძის, ტურგენევის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.