27 თებერვალი | გარდაცვალების სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 499-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 373 ადამიანს დაუდასტურდა, 542 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.