3 თებერვლის ელექტროენერგიის შეზღუდვა ქვემო ქართლში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 თებერვალს 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მარის არხის მიდებარე ტერიტორიაზე, 13:00-დან 14:00 საათამდე – მშვიდობის ქუჩაზე. 16:00-დან 18:00 საათამდე – დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სააკაძის, გაგარინის, მაზნიაშვილის, ქაშაკაშვილის, ტურგენევის, მშენებელთა ქუჩებზე.

12:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს მთის ძირში, კრწანისში.
12:10-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვახტანგისი, ნაზარლო, ქესალო,თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 14:30 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ასურეთი, ჯორჯიაშვილი, ენაგეთი, შავსაყდარი, ბოგვი, წინწყარო, კოდა, ბორბალო, არდისუბანი, ღოუბანი.

13:30-დან 15:30 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტაზაკენდი, ბურმა, სადახლო, თაზაკენდი. 16:00-დან 17:00 საათამდე – სადახლო, ზემო სარალი, ბურმა, აზიზკენდი.

კომპანიის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.