4 თებერვალი | კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. “სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 240 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 605 ტესტი ჩატარდა