4 თებერვალს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თებერვალს 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის, გოგოლის, სამგორის ქუჩებზე.
11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში კრწანისი, ფონიჭალა, გამარჯვება.

15:30-დან 18:30 საათამდე – სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, გაჩიანი, ველი, ყარაჯალარი.
10:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო, ქუშჩი, ბეითარაბჩი, სეიდგოჯალო, ბაითალო და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში საბირკენდი, ალგეთი, საბირქენდი, აზიზკენდი, ოფრეთი.
13:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფელ წერეთელში, მარნეულში მერაბ კოსტავას, ტაბიძის, ნიზამის, ნარიმანოვის, საიათნოვას, ჯაფარიძის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე.
14:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს ჯანდარში, კიზილ-აჯილოში, მარნეულში ჯანდარის, 26 მაისის, 300 არაგველის და მიმდებარე ქუჩებზე.
16:00-დან 17:00 საათამდე – იალღუჯის დასახლებაში.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.