თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრები 69 წლის კაცი, რომელსაც კვირაზე მეტია, ეძებდნენ, სარწყავ არხში გარდაცვლილი იპოვეს.
თანასოფლელებმა ის ბოლოს 15 თებერვალს ნახეს. მის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.