ლილოს ტერიტორიაზე ხანძარია

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრობის ადმინისტრაციულ შენობაში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.