N6 საჯარო სკოლის ერთ-ერთი კლასი სწავლას დისტანციური მოდელით აგრძელებს

 რუსთავის N6 საჯარო სკოლის ერთი-ერთი კლასი სწავლების დისტანციურ მოდელზე გადავიდა.როგორც TV4-ს სკოლის ადმინისტრაციაში განუცხადეს, კორონავირუსი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს დაუდასტურდა, რის გამოც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, კლასი სწავლას ონლაინ ფორმატით გააგრძელებს. 

სკოლის დირექტორის, ნაირა ქარუხნიშვილის განცხადებით, მოსწავლეს PCR ტესტი უკვე ჩაუტარდა და პასუხს ელოდებიან. 

ინფორმაციისთვის, რუსთავში  სწავლა სრულად დისტანციური მოდელით არცერთ სკოლაში არ მიმდინარეობს. სკოლების ნაწილში სწავლების პროცესი ჰიბრიდული მოდელით გრძელდება. 

ბოლო ინფორმაციით, ქალაქში მოსწავლეების საერთო რაოდენობის 6%-მა სწავლის დისტანციური მოდელით გაგრძელება აირჩია.