Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა კორონავირუსისგან დაცვის კუთხით 85%-ით ეფექტურია – ამის შესახებ ისრაელის Sheba Medical Center-ის მიერ მედპერსონალზე ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.
სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს 7 000-ზე მეტ თანამშრომელს შორის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა იანვარში გაუკეთეს, 15-28 დღეში ვირუსით ინფიცირების სიმპტომური შემთხვევები 85%-ით შემცირდა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, ასიმპტომური შემთხვევების ჩათვლით, ინფიცირების მაჩვენებელმა 75%-ით იკლო.