Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა კორონავირუსისგან დაცვის კუთხით 85%-ით ეფექტურია – ამის შესახებ ისრაელის Sheba Medical Center-ის მიერ მედპერსონალზე ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს 7 000-ზე მეტ თანამშრომელს შორის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა იანვარში გაუკეთეს, 15-28 დღეში ვირუსით ინფიცირების სიმპტომური შემთხვევები 85%-ით შემცირდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ  საერთო ჯამში, ასიმპტომური შემთხვევების ჩათვლით, ინფიცირების მაჩვენებელმა 75%-ით იკლო.