WHO: ვაქცინირებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვაქცინირებულთა რიცხვმა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას გადააჭარბა. ამის შესახებ WHO-მ საკუთარ ტვიტერზე დაწერა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 105 მილიონს აჭარბებს. მათგან, 26 მილიონზე მეტი ინფიცირებულით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რასაც შემდეგ 11 მილიონამდე ინფიცირებულით ინდოეთი მოსდევს. მესამე ადგილს კი 9 მილიონზე მეტი ინფიცირებულით ბრაზილია იკავებს.