გამყრელიძე: გვინდა, მაისის ბოლომდე 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანაში მარტში დაიწყოს კორონავირუსზე ვაქცინაცია.

მისივე თქმით, ცენტრი ახლა სრულად გადაერთო „ასტრაზენეკას“ აცრების ლოჯისტიკაზე.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის საერთოდ ავქცინაციის მთავარი ჩამტარებელი ქვეყანაში, იმუნიზაციის პროგრამას უწევს კოორდიანციას. „ფაიზერთან“ დაკავშირებით სერიოზულად მოვემზადეთ, ცენტრი ახლა სრულად გადაერთო „ასტრაზენეკას“ აცრების ლოჯისტიკაზე.

ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ უკვე ივნისიდან დავიწყოთ აცრების ე.წ. გაფართოებული კამპანია. ამის სქემები არსებობს“, – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ამავდროულად, ადევნებენ თვალ-ყურს, ცნობილი ვაქცინების გარდა, კიდევ რომელი ვაქცინა გამოჩნდება ბაზარზე.