სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გარდაბანში: მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განსახილველად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით კარგარეთელი და მერიის სამსახურები, დღეს თელეთისა და კუმისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებში რეკრეაციული სივრცეები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

“მოსახლეობის ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის შედეგენია. ადგილობრივები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, სოფლის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები როგორ და რა მიმართულებით დაიხარჯოს. მოსახლეობის აზრის გათვალისწინება და მათი პრობლემების დროული მოგვარება მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტია”- განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა