ელისაშვილი: ღარიბაშვილს მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ

ღარიბაშვილი თვითონ არის ისეთი კანდიდატურა, რომელსაც მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ, – ამის შესახებ  პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აინტერესებს, რა გეგმის დაწერა მოასწრო ახალმა სამთავრობო გუნდმა ერთ დღეში.

“ღარიბაშვილი თვითონ არის ისეთი კანდიდატურა, რომელსაც მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ. სხვები არ ვიცი, ნიკო ნიკოლაძეს ისინი ვერ გააცოცხლებენ და ექვთიმე თაყაიშვილს, რომ მთავრობაში მიიყვანონ და რაც იყო ალბათ ისევ ის იქნება და ერთი-ორი დეკორატიული ცვლილება იქნება. დღეს ითქვა, რომ მთავრობის შემადგენლობასთან ერთად მთავრობის გეგმა უნდა წარმოადგინონ და მაინტერესებს, ერთ დღეში რა პროგრამა დაწერეს,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარედგინოს, ბიუროს სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული.