რუსთავში, მეგობრობის გამზირზე “ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. TV4-ის ჟურნალისტიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგო მსუბუქად დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.