პარლამენტთან სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პარლამენტთან  აქცია მიმდინარეობს. სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. პოლიციამ პარლამენტის წინ აქტივისტებს კარვების გაშლის შესაძლებლობა არ მისცა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გაყალბებულ არჩევნებს და პოლიტიკურ დევნას აპროტესტებენ.