კომპანია “ინტერტრანსი” საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, 25 თებერვლიდან რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგება. მათივე ინფორმაციით, ღამის საათებში, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, “ინტერტრანსის” დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ.
კერძოდ:
- რუსთავიდან პირველი მარშრუტი 08:00 საათზე შესრულდება.
- ბოლო სატრანსპორტო საშუალება დედაქალაქის მიმართულებით 18:00 საათზე გავა;
- თბილისიდან რუსთავის მიმართულებით პირველი მარშრუტი 09:00 საათზე შესრულდება.
- ბოლო სატრანსპორტო საშუალება თბილისიდან რუსთავის მიმართულებით 19:00 საათზე გავა;
“კომპანია „ინტერტრანსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და მგზავრს რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს.”-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.