“რუსთავსერვის ცენტრის” ბიუჯეტი 2021 წელს ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა. თანხა ქალაქის მასშტაბით არსებული მწვანე ნარგავების მოვლა- პატრონობაზე დაიხარჯება.
გარდა ამისა, იგეგმება ქალაქის მასშტაბით ცენტრალურ და პერიფერიულ ქუჩებზე გარე განათების შეცვლა.
როგორც სამსახურის ხელმძღვანელმა, რეზო გოგიძემ TV4-ს განუცხადა, სკვერებსა და ქუჩებში დაემატება კამერები, რათა ვანდალიზმის ფაქტის მონიტორინგი უფრო ეფექტური გახდეს.
ცნობისთვის, “რუსთავსერვის ცენტრის” ბაზაზე ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი შეიქმნება. საკითხისაკრებულომ უკვე დაამტკიცა. ცენტრის მთავარი ფუნქცია მიუსაფარი ცხოველებისა და პირუტყვის მონიტორინგი იქნება.