რუსთავში ახალი ავტობუსებისთვის სამგზავრო ბარათების გაცემა დაიწყო

ახალი ავტობუსებით შეღავათიან ფასად მგზავრობისთვის ბარათების გაცემა დაიწყო. სამგზავრო ბარათების მისაღებად მოქალაქეები რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა მივიდნენ და თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იქონიონ.

ინფორმაციისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ვეტერანები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.

ვის რა შეღავათი ექნება მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობისას, ინფორმაცია  მუნიციპალიტეტის მერიამ რვა თებერვალს გაავრცელა.

მუნიციპალური ტრანსპორტის ღირებულება 50 თეთრს შეადგენს.