აბაშაში 60 წლამდე ქალი გააუპატიურეს

აბაშის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ქალი გააუპატიურეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.