ავღანეთში ქალები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ისინი დასაქმებულები იყვნენ

ჯალალაბადის ტელევიზიამ კომპანიაში დასაქმებული ქალები მათივე უსაფრთხოების გამო  სამსახურიდან დაითხოვა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ავღანეთში ქალები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ისინი ტელევიზიაში მუშაობდნენ.

ექსტრემისტული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა უმრავლესობა სწორედ ქალები არიან.ისინი მოკლეს, რადგან მხოლოდ დიასახლისები არ იყვნენ და მუშაობდნენ.

ავღანეთში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ საბაბით განხორციელებულ თავდასხმებს 4 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.