ახალი დეტალები ანაკლიის საკარანტინო სივრცეში ქალის გარდაცვალების შესახებ- როგორც ცნობილი გახდა, ქალი გალიდან, ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადმოვიდა. გარდაცვლილი ექთანი იყო და გულის უკმარისობის ჩივილებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოვიდა. ის გალიდან რეანომობილით გადმოიყვანეს.
სასტუმროს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შესვლის დროს პაციენტს ჩივილები არ ჰქონდა.
ქალი კარანტინში გუშინ, 16 მარტს მოათავსეს. როგორც ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.