“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრები ამჯერად ფოლადაურში, სამწევრისში, ზემო ბოლნისსა და სოფელ ბოლნისში გამართა.
ოთხივე სოფელში, წელს განსახორციელებელი პროექტები, მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეარჩია.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების დასრულდება იგეგმება ფოლადაურში,სამწევრისსა და სოფელ ბოლნისში. ფოლადაურში ასევე საფეხმავლო ხიდი აშენდება, სოფელ ბოლნისსა და ზემო ბოლნისში სანიაღვრე არხის ქსელი მოეწყობა და შიდა გზები მოწესრიგდება.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი, წელს ბოლნისში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.