გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.
მოსამართლე ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთი პირიდან სამ პირს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კიდევ ორი პირის, კერძოდ, არასრულწლოვანთა შესახებ გადაწყვეტილება 16 მარტს გამოცხადდება.
ბრალდებულთაგან ორი არასრულწლოვანია, რის გამოც სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და ამ საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ბიძინა სტურუამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ბრალდებულ გაგნიძეს, ჩიქოვანს, რევაზიშვილს, სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს განაჩენს სასამართლო 16 მარტს გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ 2020 წლის 11 აგვისტოს დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.









