პოლიციამ შიდა ქართლში, გორში დააკავა მასწავლებელი, რომელიც მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან.
მასწავლებელს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.