დედამიწის მოსახლეობის 3.4% უკვე აცრილია

Bloomberg-ის სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოს 141 ქვეყანაში, გლობალური ვაქცინაციის ფარგლებში, 528 მილიონი დოზა ვაქცინა გაკეთდა.  მონაცემი დედამიწის მოსახლეობის 3.4%-ს შეადგენს. გამოცემის ცნობით, ყოველდღიურად ვაქცინა 14 მილიონამდე ადამიანს უკეთდება.

ყველაზე სწრაფად იმუნიზაციის პროცესი აშშ-ში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო 140 მილიონი ინექცია გამოიყენეს; მიუხედავად ამისა, კოვიდინფიცირების შემთხვევები 2 კვირაა მზარდია.

ბოლო 24 საათში, მსოფლიოში 600 ათასამდე ინფიცირებისა და 10 ათასამდე ლეტალობის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევების მესამედი ევროპის კონტინენტზე მოდის.