ეკატერინე ტიკარაძე – “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია გაგრძელდება 

საქართველოში ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება გაგრძელდება – აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, გააკეთა.

“ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან. შევიტყვეთ მათგან “ასტრაზენეკის” მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის მიხედვითაც, ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი. რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერებული იქნეს “ასტრაზენეკას” მოხმარება.აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხელბლად გაგრძელდება”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე და სხვა სპეციალისტები.