ექსპერტი მეწყერზე: საკითხის გადაჭრის ერთი კონკრეტული გზა არ არსებობს

მეწყერი ვაშლიჯვრის ფერდზე –  მოწვეულმა გერმანელმა ექსპერტებმა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთეს.

ექსპერტების ინფორმაციით, საკითხი კომპლექსურია და მისი გადაჭრის კონკრეტული გზა არ არსებობს.

“ის უსაფრთხოების ზომები, რომლებიც არის განხორციელებული აბსოლუტურად სწორია, კერძოდ გზის დაკეტვა და შეზღუდვის დაწესება არის აბსოლუტურად მართებული. ეს არის, სავარაუდოდ, ინიცირების ფაზა შესაძლო მასშტაბური მეწყერის, ჩვენ უნდა განვახორციელოთ პირველადი ზომები: გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები, მონიტორინგი”, – განაცხადა გერმანელმა ექსპერტმა.

მისივე თქმით, საჭიროა გეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობა და ამის მიხედვით შემდეგი ნაბიჯების გადადგმა.

მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, შემდეგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უკვე ექნებათ პირველადი მონაცემები, თუ რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს ადგილზე.