კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში 13 მარტს, 08:15 საათზე შემოვა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართება, მას ეკატერინე ტიკარაძე გახსნის.
როგორც ცნობილია, 13 მარტიდან ქვეყანაში თავდაპირველად „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა.
როგორც რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.