შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, ცეცხლის მეხუთე სართულზე გავრცელდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მისი ლიკვიდირება დროულად შეძლეს.
“ცეცხლი გავრცელებული იყო ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე და არსებობდა ხანძრის მეზობელ ბინებზე გავრცელების საფრთხეც. მისამართზე მისვლისთანავე დაიწყო კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია. მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით, დროულად მოხდა მოქალაქეების, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვნის გამოყვანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოახერხეს ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის.
ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.”-ნათქვამია ინფორმაციაში.