თურნავა: ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 19, 22 და 26 მარტს ისრაელის ავიაკომპანია სამ ტურისტულ, ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

„სასიხარულო ინფორმაცია – გამოჩნდა უკვე პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადი, კერძოდ, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია შეასრულებს სამ ტურისტურ ჩარტერულ რეისს 19, 22 და 26 მარტს თელავივი-ბათუმი-თელავივის მიმართულებით – ეს არის შედეგი ჩვენი პირველი შემსუბუქების“, – განაცხადა თურნავამ.