ინაშვილი: მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი

“ოპოზიციას არ ჰყავს მხარდამჭერები. სადაა ეს ხალხი? თბილისიდან მაინც რატომ არ გამოდის? არ ჰყავთ და იმიტომ” – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

ირმა ინაშვილის განცხადებით,  საკუთარ ადგილს ყველგან იპოვის.

“ოპოზიციას არ ჰყავს მხარდამჭერები. სადაა ეს ხალხი? თბილისიდან მაინც რატომ არ გამოდის? არ ჰყავთ და იმიტომ და ეს მითიური მხარდამჭერები, ავატარები ქართულმა ოცნებამ შეუქმნა მათ. ასე გააყალბეს არჩევნები ჩვენს საწინააღმდეგოდ. იცით, რატომ? ქართული ოცნება ჰპირდებოდა სააკაშვილის პარტიასა და სხვებს რომ, აი, ამათ გავწევ, გავანადგურებ და სამაგიეროდ თქვენ იქნებით პარლამენტშიო. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ერთმანეთი! ერთმანეთის ღირსია ეს ორი პოლიტიკური მინდორი და დაჯგუფება. მე მინდა, ხალხი დაფიქრდეს ამაზე, თორემ მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, პოლიტიკაშიც, ჟურნალისტიკაშიც და ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ, რა, არც ეს არის პრობლემა!”-აცხადებს ინაშვილი.