კოვიდინფიცირების რისკი სკოლებში – სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირას ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა. მათივე ცნობით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ციფრებს შორის მერყეობა დაახლოებით 1%-ია.

“მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 26 სკოლა და 85 ცალკეული კლასი იმყოფება. ასევე, ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციური სწავლის ფორმატი მოსწავლეთა 0,2%-მა აირჩია, ხოლო საკლასო ოთახებს 2219 მოსწავლე დაუბრუნდა.

ქვეყნის მასშტაბით შემცირდა რისკ-ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 63 პედაგოგი იმყოფება,” – ნათქვამია განცხადებაში.