გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტები მესამე მოსმენით განიხილეს. (მათ შორის, “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” შესახებ).
დღესვე ჩანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც ცნობილი გახდება ზუსტად როდის შეიტანს პარლამენტი დღის წესრიგში “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის” მე-3 მოსმენის საკითხს.
ინფორმაციისთვის, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი “გავიგუდეთ” 7 მარტიდან საპროტესტო აქციებს იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ პარლამენტი 4 მარტამდე “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონს” და მის თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს არ დაამტკიცებს.