კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია “რუსთავის წყალი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, 5 მარტს, გარდაბნის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია ,,რუსთავის წყლის” მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

“ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში ჩატარდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი რის გამოც, დღეს, 5 მარტს საღამოს 22:00 საათიდან ხვალ, 6 მარტის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ქალაქ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, ინტერნატების დასახლებას და ქალაქი გარდაბანს.

კომპანია „რუსთავის წყალი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.”-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.