კორონავირუსი: გამოვლინდა 300-ზე მეტი ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 91 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 737 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 307, „პისიარ“ ტესტით – 7 430.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,8% ბოლო 14 დღის – 1,6%, ბოლო შვიდი დღის – 1,44%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 617 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 344 გამოჯანმრთელდა, 3 567 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 312, სტაციონარში მეთვალყურეობას 13 87 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 142 პირი.

ამასთან, 5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი.