მედიატორ კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მხოლოდ რამდენიმე საკითხზე შეთანხმებით დასრულდა.
“ევროკავშირმა და აშშ ძალიან გულმოდგინედ იმუშავეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ პარტიებს მიეღწიათ შეთანხმებისთვის და დაეძლიათ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. პოლიტიკური კრიზისი დასრულება ნიშნავდა, რომ ლიდერებს შეძლებოდათ ფოკუსის გაკეთება, კონცენტრაციის მოხდენა, კორონავირუსის პანდემიაზე და მის სოციალურ ეკონომიკურ შედეგებზე, წინ წასულიყვნენ ევროკავშირის დღის წესრიგით და დაეცვათ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში. ეს არის რეალური გამოწვევები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. მნიშვნელოვანი პროგრესი ზოგიერთ მონაკვეთში მივაღწიეთ პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ 6-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, ეს მისასალმებელია და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კრიზისთან დაკავშირებული ამ საკითხების მოგვარება მოხდეს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები წინსვლა იყო.
და ახლა მე დავბრუნდები ბრიუსელში უკვე და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს.
და ეს პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ იყოს გადაწყვეტილება ნაპოვნი, დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის. და იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და იმ გზაზე, რომელიც არის გასავლელი და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, რომ წავიდნენ კომპრომისებზე, რომლებიც მისცემს საშუალებას წარმატებით განხორციელდეს მედიაციის პროცესი და მედიაციის პროცესი უფრო ნათელი გახდეს. მე დარწმუნებული ვარ რომ, ეს არის ის, როისი ღირსიცაა ქართველი ხალხი.”,- განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.