კულუმბეგოვი: ვაქცინა ყველგან ერთბაშად ვერ გაიგზავნება

არა მგონია, ვაქცინის დაყოვნებაში საქართველოს ბრალეულობა რამე ყოფილიყო, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “ფაიზერის” ვაქცინის დაყოვნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამას უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენ და კონსპირაციულ თეორიებს ვერ შევყვები, რომ აპლიკაცია ვერ შეავსეს. ვიცი რა, იმ ადამიანების კვალიფიკაცია, ვინც ამ აპლიკაციებს ავსებს, ეს სრულიად წარმოუდგენელია. მინიმალური პროტოკოლის დამტკიცებისასაც კი, ასე ვთქვათ, მინისტრის მოადგილიდან დაწყებული, მინისტრით დამთავრებული, ყველა ჩართულია ამ პროცესში“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ვაქცინაზე მოთხოვნა მაღალია, ქვეყნების რიგითობა არ არსებობს და შესაბამისად, ის ყველგან ერთბაშად ვერ გაიგზავნება.

#COVID19 ვაქცინის მიღების ვადები – „დღის თემის“ შეკითხვებს ბიძინა კულუმბეგოვმა უპასუხა
მსგავსი: #COVID19 ვაქცინის მიღების ვადები – „დღის თემის“ შეკითხვებს ბიძინა კულუმბეგოვმა უპასუხა
„ჩვენ ვაკმაყოფილებდით კრიტერიუმებს, მაგრამ ვაქცინა ყველგან ერთბაშად ვერ გაიგზავნება და ესეც უნდა გვესმოდეს. „კოვაქსი“ ჩვენ მოგვცემს ვაქცინებს, მაგრამ მთავარია, იქნება თუ არა განხორციელებული ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რისთვისაც დიდი რაოდენობით ვაქცინაა საჭირო“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვმა ასევე აღნიშნა, რომ „კოვაქსის“ ყველა დანაპირები წუთი-წუთზე რომ შესრულდეს, საქართველოს არ ექნება ვაქცინების 80%, რაც ეროვნული გეგმის შესასრულებლად გვჭირდება და ამიტომ, „კოვაქსზე“ ამდენი აქცენტის გაკეთება სწორი არ არის.